რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტ მუსლიმ თემს კადრის ღამეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კადრის ღამეს ულოცავს შიიტ მუსლიმ თემს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 19, 21 და 23 მარტს შიიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს – კადრის ღამეს აღნიშნავენ.
„მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამედს ღვთიური წიგნის, ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ კადრის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ. იგი აღინიშნება რამადანის თვის ბოლო დეკადაში და მუსლიმთათვის ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს შიიტ მუსლიმ თემს დღესასწაულს, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება