რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტურ სამყაროს და საქართველოს შიიტ მუსლიმებს დღესასწაულებს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტურ სამყაროს და საქართველოს შიიტ მუსლიმებს დღესასწაულებს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტო შიიტურ სამყაროს სიკეთეს, მშვიდობას და წარმატებას უსურვებს.
“შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს და მეექვსე იმამის, ჯაფარ ას-სადიკის დაბადების დღეს აღნიშნავენ დღეს. შიიტი მუსლიმები ერთდროულად ორ დღესასწაულს აღნიშნავენ – წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს, რომელიც ტრადიციის თანახმად, ქალაქ მექაში 570 წელს დაიბადა და მეექვსე იმამის, ჯაფარ ას-სადიკის დაბადების დღეს, რომლის სახელთანაა დაკავშირებული ჯაფარიანთა საღვთისმეტყველო-სამართლებრივი სკოლის დაფუძნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს შიიტურ სამყაროს და საქართველოს შიიტ მუსლიმებს დღესასწაულებს და უსურვებს მათ სიკეთეს, მშვიდობას და წარმატებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ