რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქვეყნის ყველა მოქალაქეს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს

დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დღეა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქვეყნის ყველა მოქალაქეს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს.
„26 მაისი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაბადების დღეა. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს. არსებობის არასრული სამი წლის მიუხედავად, პირველმა რესპუბლიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში, ხოლო მისი ხელისუფლების მიერ რუსული ოკუპაციის არაღიარება გახდა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველი” ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ