რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მცხეთობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მცხეთობას ულოცავს.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.
„დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანი, წმ. დედოფალი ნანა, წმ. სიდონია და წმ. აბიათარი მოიხსენიებიან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მცხეთობას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?