რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ნინოობას ულოცავს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.