რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს იოანე ნათლისმცემლის შობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს იოანე ნათლისმცემლის შობას ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„დღეს კათოლიკური ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის, მაცხოვრის წინამორბედის, უდიდესი წინასწარმეტყველის შობას აღნიშნავს, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ