რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
სააგენტოს ცნობით, პატრიარქის სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა, ასევე, ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების რიცხოვნობის ზრდა, ახალი წმინდანების კანონიზირება და საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის, წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-ს მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა.
პატრიარქის სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა, ასევე, ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების რიცხოვნობის ზრდა, ახალი წმინდანების კანონიზირება და საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის, წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა. პატრიარქმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში და გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სამშობლოს გამთლიანებას უსურვებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია