რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა, სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებელი სკოლის წარმომადგენლებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა, სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებელი სკოლის წარმომადგენლებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა ჰუმანიტარული ტვირთი – 20 ცალი სასაჩუქრე ყუთი და 30 ფუთა ტანსაცმელი – ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებელი სკოლის წარმომადგენლებს გადასცეს.
დეკანოზმა გიორგი გოგესაშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თანამშრომლებს გაწეული დახმარებისათვის.
აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური”,- ნათქვამია ინფორმაციაში.