რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანელ სტუმრებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებს – აიათოლა დიბაჯის, აიათოლა გარავის და აბდულრაჰიმ ფორუტანის შეხვდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მოუთხრო რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობაზე.
მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს შეიხი ფაიგ ნაბიევი და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი რახიდ ქერიმოვი ესწრებოდნენ.
„აიათოლა დიბაჯიმ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ვიზიტის გამო, მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს, რომ დღესასწაულების პერიოდში შეხვდა და აიათოლა შაჰრისტანის მოკითხვა გადასცა მისი თქმით, აქვს ინტერრელიგიურ დიალოგებში და კონფერენციებში მონაწილეობის 50 წლის გამოცდილება, მადრიდში, რომში, ვატიკანში, ასევე პაპის ჩართულობით ორგანიზებულ ღონისძიებებში და გამოთქვა გამოცდილების გაზიარების სურილი: „საშიში დროა ახალგაზრდებისათვის, თუ ჩვენ მათთან არ დავიწყებთ თანამშრომლობას და მათზე ზრუნვას, ჩვენ მათ დავკარგავთ ან დაეში წაგვართმევს. მომავალ თაობას ახალი და საინტერესო პროექტები უნდა შევთავაზოთ, უნდა გვქონდეს სტრატეგია და ერთობლივად ვიმოქმედოთ, განვსაზღვროთ, რა არის ჩვენი მიზანი” – თქვა მან და მადლიერება გამოხატა საქართველოში არსებული ტოლერანტული რელიგიური გარემოს, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის გამო.. აიათოლა დიბაჯიმ სააგენტოს თავმჯდომარე ირანში დაპატიჟა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი