რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიასა და მის მრევლს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიასა და მის მრევლს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანის, საქართველოსთვის გამორჩეულად პატივსაცემი წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა.
„წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში დაიბადა. იგი რომის იმპერატორის, დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო. კერპთაყვანისმცემელმა დიოკლეტიანემ წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მრავალი ტანჯვა-წამების, მათ შორის – ურმის თვალზე გაკვრის შემდეგ, წმინდანს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი