რელიგიის სააგენტო სომხურ ეკლესიას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია.
„ქრისტიანული რწმენით, გაბრიელ მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს მოციქულებმა აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცად აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას