რელიგიის სააგენტო – საქართველოს მესამე ჩემპიონატი ჭადრაკში რელიგიებს შორის – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამარჯვებით დასრულდა

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში საქართველოს მესამე გუნდური ჩემპიონატის მეორე დღე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკმაოდ რთული ორთაბრძოლების შედეგად, მესამე ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდი გახდა. მეორე ადგილი დაიკავა მუსლიმთა სამმართველოს გუნდმა, მესამეზე კი სახარების რწმენის ეკლესიის გუნდი გავიდა.
„ტურნირის დასრულების შემდეგ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გამარჯვებული გუნდები თასებით, მონაწილეები კი საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთაეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და რელიგიის სააგენტოს გუნდები.
ტრადიციული ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ