რელიგიის სააგენტო რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული თანხის გადანაწილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რელიგიის სააგენტო რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული თანხის გადანაწილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 2024 წელს, რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 5 500 000 ლარიდან, საქართველოს ისლამურ თემს – 3 350 000 ლარი, საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს – 1 000 000 ლარი, საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს – 650 000 ლარი, ხოლო საქართველოს იუდეურ თემს – 500 000 ლარი გაუნაწილდათ.
როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის N117-ე (27.01.2014) დადგენილების თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაევალა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის საქართველოში არსებული რელიგიური თემებისთვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
„რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის, სასულიერო პირების, საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ მოამზადა რეკომენდაცია N 1/7. 11.01.2024 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე, საქართველოს კანონით „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, მიმდინარე წელს, რელიგიურ თემებს გაუნაწილდეთ შემდეგი ოდენობებით:
ა) საქართველოს ისლამური თემი – 3 350 000 (სამი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;
გ) საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი – 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ) საქართველოს იუდეური თემი – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი”, – აღნიშნულია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება