რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს გიორგობას ულოცავს.
ამის შესახებ რელიგიის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას – წმინდანის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. წმინდა გიორგი საქართველოს მფარველია, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, ხალხურ მეტყველებაში კი შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა – წმინდანის სახელზე აშენებული ტაძრებისა და სამლოცველოების აღსანიშნავად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს გიორგობას, სიკეთეს, მშვიდობას, კეთილდღეობას გისურვებთ“,-აღნიშნულია მილოცვაში.




