რელიგიის სააგენტო მართლმადიდებლებს გიორგობას ულოცავს

დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას – წმინდანის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„წმინდა გიორგი საქართველოს მფარველია, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, ხალხურ მეტყველებაში კი შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვა – წმინდანის სახელზე აშენებული ტაძრებისა და სამლოცველოების აღსანიშნავად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს გიორგობის დღესასწაულს, სიკეთეს, მშვიდობას, კეთილდღეობას გისურვებთ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის