რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, პაპ ფრანცისკეს ნებართვით, 2022 წელს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლები შეასრულა
„88 წლის ასაკში, რომის პირველი ლათინო ამერიკელი პაპი ფრანცისკე (კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო) გარდაიცვალა. იგი 2013 წლიდან მეთაურობდა რომის ეკლესიას და მოღვაწეობდა მისი რეფორმირებისთვის, მათ შორის, ვატიკანის მშვიდობისმყოფელი როლის გაზრდისთვის, გლობალურ კონფლიქტებში. პონტიფიკოსი 2016 წელს საქართველოში იმყოფებოდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
როგორც მისი წინამორბედი, წმინდა საყდრის სახელმწიფოს მეთაურები, განუხრელად უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
პაპ ფრანცისკეს ნებართვით 2022 წელს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლები შეასრულა.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე ბოლოჯერ გამოჩნდა და მრევლს აღდგომა მიულოცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
