რელიგიის სააგენტო და ბაპტისტური ეკლესიების კავშირი დევნილ ბავშვებს დაეხმარნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრებ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ბავშვებს დაეხმარნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მათ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს” ჰუმანიტარული ტვირთი – 15 ფუთი ტანსაცმელი და 25 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
„საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, გია ჯაფარიძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსის მოადგილე, ვახტანგ შალუტაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას