რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. სააგენტოს წარმომადგენლები დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ლომისას წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს დაეხმარნენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვებს მათ 4 ფუთა ტანსაცმელი და 17 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
მათივე ცნობით, „კიდევაც დაიზრდებიან“ – ასე ჰქვია თავშესაფარს, რომელიც 2006 წლიდან არსებობს. თავშესაფარში 17 ბავშვია, რომლებსაც ბერ-მონაზვნები მინდობით ზრდიან. ბავშვებზე მონასტერი და კერძო შემომწირველები ზრუნავენ.
ინფორმაციის თანახმად, რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება.
