რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების წლის ბოლო ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჯერად, ჰუმანიტარული ტვირთი – 20 ყუთი ტანსაცმელი და ტკბილეულის 20 ყუთი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის სოციალურად დაუცველ მრევლს გადაეცა.
„ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია სპორტსმენებს – გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და დაჩაგრულიც – მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!