რელიგიის სააგენტომ ვაშინგტონში ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ორ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნოსა“ (IRF Secretariat) და LYNC-თან („გიყვარდეს შენი მეზობელი თემი“) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.
ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს რელიგიის თავისუფლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, სამოქმედო გამოცდილების გაზიარებას და მშვიდობისა და თანაცხოვრების ხელშეწყობას.
„ხელმოწერილი დოკუმენტი კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონში ტოლერანტობისა და რელიგიური მრავალფეროვნების პლატფორმის როლს. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და იმ პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნება გლობალური რელიგიური დიალოგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წინსვლისკენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს