რელიგიათა საბჭო: კატეგორიულად ვგმობთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები განცხადებას ავრცელებენ და კატეგორიულად გმობენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას.
დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, რელიგიის თავისუფლება, თანასწორუფლებიანობა, ტოლერანტობა, ხანგრძლივი მშვიდობა, – ესაა ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ღირებულებები. ისინი ყველა რელიგიის საერთო პრინციპს ეფუძნება: სხვას ნუ მოექცევი ისე, როგორც არ გინდა, მოგექცნენ შენ.
რელიგიათა საბჭოს წევრები უდიდეს საფრთხეს ვხედავთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროინტეგრაციის კურსზე უარის თქმაში – საფრთხეს საქართველოში ადამიანის ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრებისათვის”- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან:
– საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
– წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
– ხსნის არმია
– მეგობართა საზოგადოება კვაკერები
– აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
– სახარების რწმენის ეკლესია
– ქართველ მუსლიმთა კავშირი
– საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია
– ასურელთა წმინდა სამოციქულო კათოლიკე აღმოსავლეთის ეკლესია
– დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
– ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
– საქართველოს პროტესტანტული ეკლესია
– აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
– სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
– ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია