რეკორდული წყალდიდობა რუსეთში

რუსეთში, ურალის მთების დასახლებულ პუნქტებში, ძალზე სახიფათო წყალდიდობამ ათასობით ადამიანს სახლის დატოვება აიძულა. ამის მიზეზი თოვლის სწრაფი დნობა გახდა, რომელმაც ევროპის კონტინენტზე ზოგიერთი დიდი მდინარის ადიდება გამოიწვია.
მოსკოვმა ყაზახეთის მახლობლად, ორენბურგის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იქ მდინარე ურალი ადიდდა – ევროპაში სიდიდით მესამე მდინარე. 5 აპრილს, რამდენიმე მეტრიანი ადიდება სულ რამდენიმე საათში მოხდა, ქალაქ ორსკში მდებარე კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მდინარემ, რომელიც სათავეს ურალის მთებში იღებს და კასპიის ზღვაში ჩაედინება, დღეს, 8 აპრილს ორსკში სახიფათო დონეებს მიაღწია. ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადების მიხედვით, წყალდიდობის პიკს ორსკში ოთხშაბათს, 10 აპრილს ელიან. ორენბურგის ოლქის ამ ქალაქში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
სამინისტროს ცნობით, წყალდიდობების გამო, ს 39 რაიონში დაიტბორა 10 400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მასობრივი დატბორვა ურალის გარდა, რუსეთის სხვა ოლქებშიც აღინიშნა. განსაკუთრებით დაზარალდა ს და ვოლგის ცენტრალური რაიონები.
“გაზაფხულის წყალდიდობის შედეგად ს, ურალის და ვოლგის ფედერალური ოლქების ტერიტორიაზე ათობით დასახლება დაიტბორა”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ალექსანდრე კურენკოვმა. მისი თქმით, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის შემდგომი მატება, რაც თოვლის აქტიურ დნობას და მდინარეების კიდევ უფრო ადიდებას გამოიწვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება