რეკორდული შედეგების შემდეგ, ბიტკოინის ფასი კლებას განაგრძობს

რეკორდული შედეგების შემდეგ, ბიტკოინის ფასი კლებას განაგრძობს
რეკორდული შედეგების შემდეგ, ბიტკოინის ფასი კლებას განაგრძობს. დღევანდელი, 25 მარტის კურსით (15:23-ზე თბილისის დროით) ბიტკოინი $66 818-ად ივაჭრება. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.4 ტრილიონის ფარგლებშია.
18 მარტს (17:24-ზე თბილისის დროით) ბიტკოინი $67,860-ად ივაჭრებოდა. ერთ კვირაში მისი ფასი $1 042-ით შემცირდა.
ცნობისთვის, ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან 34%-ზე მეტით გაძვირდა. ამას ხელი შეუწყო ბიტკოინ-ETF-ის გაშვებამ. ამასთან, ბოლო დღეებში ბიტკოინი მკვეთრად გაძვირდა: 25 თებერვლიდან ის 51 772,9 დოლარიდან 14%-ზე მეტით გაიზარდა. როგორც Bloomberg აღნიშნავს, პოპულარულ კრიპტოვალუტას მხარს უჭერს მოთხოვნა Bitcoin ETF-ებზე.
გარდა ამისა, სააგენტო დასძენს, რომ ბიტკოინი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა და მსხვილმა კრიპტო-ინვესტორმა MicroStrategy-მ 3000 ბიტკოინი 155,4 მილიონ დოლარად იყიდა.
ბიტკოინის ფასი 2023 წელს 150%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც -ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ბიტკოინის ETF-ის დაწყება დაამტკიცა. ნებართვა 10 იანვარს, 10 წლიანი უარის შემდეგ, მიენიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ