რეკორდულად მაღალი მოზიდული სადაზღვევო პრემიის ნახევარი სამ სადაზღვევოზე ნაწილდება – TOP-5 კომპანია

რეკორდულად მაღალი მოზიდული სადაზღვევო პრემიის ნახევარი სამ სადაზღვევოზე ნაწილდება – -5 კომპანია
2024 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 983 მილიონი ლარი (2023 წლის 9 თვე 818 ლარი). ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 243 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 115 მილიონი ლარი ( 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო მოგება 190,9 მილიონ ლარს შეადგენდა, წმინდა მოგება კი 63.5 მილიონი ლარს).
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 532 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 451 მილიონ ლარს.
საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია. 2024 წლის 9 თვეში 750 180 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 135 019 პოლისი იყო გაყიდული.
2024 წლის 9 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (170 მლნ. ლარი) ლიდერობს, მეორე ადგილზე „ა“ (157 მლნ ლარი), მესამეზე კომპანია “ალდაგი” (152 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა “იმედი L“ (97 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია “არდი” (84 მილიონი ლარი) იკავებს.
2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.