რეკორდულად მაღალი მოზიდული სადაზღვევო პრემიის ნახევარზე მეტი სამ სადაზღვევო კომპანიაზე ნაწილდება – რეიტინგი

2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1.063 მლრდ ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2022 წელს მოზიდული პრემია 910 მლნ ლარი იყო.
2023 წლის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე ლიდერი „ჯიპიაია“ (184 მლნ. ლარი), მეორეზე – „“ (177 მლნ ლარი) , მესამე ადგილზეა „ალდაგი“ (170 მლნ ლარი), მეოთხეზე „არდი“ (100 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ (95 მლნ ლარი) იკავებს.
გასულ წელს 2022 წელთან შედარებით, ცვლილებები იყო მოზიდული სადაზღვევო პრემიის რეიტინგში. მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა „ბენეფიტმა“ და „ალფას“ გადაუსწრო, „ნიუ ვიჟენმა“ კი „ევროინსს“ გაუსწრო.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 300,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 374,3 მილიონ ლარს.
საქართველოს მოსახლეობის 19% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, ხოლო რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.