რეკლამის გამო ტრამპი ტარიფების გაზრდით დაემუქრა კანადას

-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ -ში იმპორტირებულ კანადურ საქონელზე ტარიფებს დამატებით 10%-ით გაზრდის, ამის მიზეზი კი კანადის ტელევიზიით გასული ვიდეოა, რომელშიც რონალდ რეიგანის ციტატებია გამოყენებული.
სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ამბობს, რომ კანადის პროვინცია ონტარიოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ვიდეოში განზრახ არის „დამახინჯებული“ რეიგანის მიმართვის ის ნაწილები, სადაც ის სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებით სკეპტიციზმს გამოხატავს. ტრამპმა ამას „თაღლითობა“ უწოდა და განაცხადა, რომ კანადამ რეკლამა განზრახ გაავრცელა ბეისბოლის მსოფლიო სერიის დროს, რომელიც აშშ-სა და კანადისთვის მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა. „გარდა ამისა, კლიპის შემქმნელებს არ აუღიათ რეიგანის ვიდეოს ფრაგმენტის გამოყენების ნებართვა საავტორო უფლებების მფლობელებისგან“, – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, კანადის მიზანია გავლენა მოახდინოს აშშ-ს უზენაეს სასამართლოზე, რომელმაც მალე უნდა გადაწყვეტს, გადააჭარბა თუ არა თეთრმა სახლმა თავის უფლებამოსილებას გაზაფხულზე სხვა და სხვა ქვეყნისთვის სავაჭრო საქონელზე ტარიფების დაწესებით. აშშ-ის ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ადრე დაადგინეს, რომ ტრამპს ასეთი უფლებამოსილება არ ჰქონდა.
საინფორმაციო სააგენტო Associated Press (AP) აღნიშნავს, რომ ამჟამად გაურკვეველია, თუ რა იურიდიულ უფლებამოსილებას გამოიყენებს ტრამპი დამატებითი ტარიფების გასამართლებლად. თეთრმა სახლმა ასევე არ განმარტა, თუ როდის ამოქმედდებოდა ტრამპის მიერ გამოცხადებული ზრდა და გავრცელდებოდა თუ არა ის ყველა კანადურ საქონელზე.
ვიდეო, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის რისხვა გამოიწვია, მიმართულია ამერიკული აუდიტორიისკენ და მასში გამოყენებულია აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის 1987 წლის ვიდეომიმართვის ამონარიდები, მათ შორის იმის მტკიცებები, რომ ტარიფები გრძელვადიან პერსპექტივაში არაეფექტიანია.
Truth Social-ზე თავის პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ რეიგანს „უყვარდა ტარიფები“. რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1981 წლიდან 1989 წლამდე, მიიღო არაერთი პროტექციონისტული გადაწყვეტილება. თუმცა, თავის გამოსვლაში, რომლის ამონარიდებიც გამოყენებული იყო კანადურ რეკლამაში, მან რეალურად აღნიშნა პროტექციონიზმის უარყოფითი შედეგები ეკონომიკაზე – ტექნოლოგიური პროგრესის შეფერხებიდან დაწყებული მასობრივი უმუშევრობითა და ფინანსური კრიზისით დამთავრებული. რეკლამაში გამოყენებულ ვიდეომიმართვაში რეიგანი ლაპარაკობს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, დაუწესოს ტარიფები იაპონიას, რომელსაც ის არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში ადანაშაულებდა.
მედიის ცნობით, კანადის ტელევიზიამ სარეკლამო კლიპი ონტარიოს პრემიერ-მინისტრ დაგ ფორდის დაკვეთით გადაიღო. ფორდი ტრამპის „სავაჭრო ომების“ ხმამაღალი კრიტიკოსია. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან მოლაპარაკებების შემდეგ, გადაწყვიტა მოხსნას რეკლამა ეთერიდანა, ოღონდ უქმეების ანუ მსოფლიო სერიის მატჩების დასრულების შემდეგ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის ვალდებულებაა, საღი აზრის ფარგლებში, პროპორციულობის ფარგლებში, შევეწინააღმდეგო იმას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია, მადლიერები ვართ პარტნიორების, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ არ გავჩერდეთ – ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას