“რეინჯერსი” სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს

შოტლანდიის პრემიერ ლიგის ბინადარმა “რეინჯერსმა” გვაუწყა, რომ გათავისუფლებული მთავარი მწვრთნელის ფილიპ კლემენის ადგილი ბარი ფერგიუსონმა დაიკავა, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაუფორმეს.
47 წლის სპეციალისტი ამ კლუბის აღზრდილია და გლაზგოელთა რიგებში საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თითქმის 300 შეხვედრაში აქვს ნათამაშები.
“რეინჯერსამდე” ფერგიუსონი შოტლანდიის დაბალი დივიზიონის გუნდებს ედგა სათავეში. ბოლოს ის მე-3 დივიზიონის “ალოას” მოძღვრავდა, საიდანაც 2022 წელს წამოვიდა.
შოტლანდიის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ “რეინჯერსს” 56 ქულა აქვს და მეორე საფეხურზეა, თუმცა ლიდერ “სელტიკთან” ჩამორჩენა 13 ქულაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში