რეინდერსი პრემიერ ლიგის გრანდში? – “მილანმა” ზაფხულში შესაძლოა, ერთ-ერთი ლიდერი დაკარგოს

CalcioMercato წერს, რომ “სიტი” “მილანის” ნახევარმცველის ტიჯანი რეინდერსის გადაბირებითაა დაინტერესებული და მალე ოფიციალურ შეთავაზებასაც გააკეთებს.
26 წლის ნიდერლანდელმა ახლახანს “როსონერისთან” კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, “ქალაქელები” მის სანაცვლოდ 60 მილიონს ჩამოვლენ, რამაც შესაძლოა, იტალიური კლუბი აცდუნოს.
მიმდინარე სეზონში რეინდერსმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 2023 წელს “მილანმა” მის სანაცვლოდ “ალკმაარს” 20,5 მილიონი ევრო გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში