რეზო ხარაზი – მოვითხოვთ ბათუმის მერი თანამდებობიდან გადადგეს – არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოში მოხსენებისას რუსეთის რუკა მიზანმიმართულად გამოფინა

მოვითხოვთ ს მერი არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ­ბათუმის საკრებულოში რეზო ხარაზმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საკრებულოში პრეზენტაციის დროს, მონიტორზე ს რუკა გამოჩდა, სადაც ევროკავშირის დროშა იყო დატანილი.
მისი თქმით, ბათუმის მერმა საკრებულოს წინაშე მოხსენებისას მიზანმიმართულად რუსეთის რუკა გამოფინა. რეზო ხარაზის თქმით, ბათუმის მერი ვერ ერკვევა სად არის რუსეთი ან ევროკავშირი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვითხოვთ გადადგეს ქალაქ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი. ჩვენ არ გვჭირდება მერი, რომელმაც რუკა არ იცის, არ იცის სად არის ევროკავშირი ან რუსეთი. გაერკვეს ქალაქის მერი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება”, – აღნიშნა რეზო ხარაზმა.
ბათუმის საკრებულო დღეს ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა ბიბილაშვილი: 2016 წელს ივანიშვილმა საჯაროდ თქვა, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გავამარჯვებინებ ოპოზიციასო. მერე დააკონკრეტა – ვერც “ის ქალბატონი” (სანდრა რულოვსი) ვერ მოიგებს ზუგდიდსო

ირაკლი კობახიძე – საინფორმაციო გამოშვებაში, ახალი კანონით, მაგალითად, არც ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“ უნდა იყოს გამოყენებული – ჩვენ მიმართვა იმაზე გავაკეთეთ, რაც გვაინტერესებდა, არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ მიმართონ

ლევან სანიკიძე ევროპარლამენტის ანგარიშზე – თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი ვხედავთ ისე, რომ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს – ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ერთიანობა გამოხატული იყოს ე.წ. არჩევნების ბოიკოტით