რეზო კიკნაძის ადვოკატი – გამომძიებელმა გვითხრა, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფს არ ჰქონია ადგილი, მხოლოდ ეს პასუხიც კი საკმარისია იმისთვის, რომ დადგეს გამამართლებელი განაჩენი

გამომძიებელმა გვითხრა, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფს არ ჰქონია ადგილი და მხოლოდ და მხოლოდ ეს პასუხიც კი საკმარისია იმისთვის, რომ დადგეს გამამართლებელი განაჩენი, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, თუ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მაშინ მან უზენაესი სასამართლოს მთელ პრაქტიკას უნდა გადაუსვას ხაზი.
„მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ უზენაეს სასამართლოს 13 გადაწყვეტილება მოვიტანეთ დასკვნით სიტყვაში, რომელიც ზუსტად შეესაბამება ამ საქმეს. ზოგ ნაწილში კვალიფიკაცია სხვა მუხლით შეცვლა, ზოგან სრულიად გამართლდა.
პროკურორს დავუსვით კითხვა იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის ჯგუფს აკვალიფიცირებდა, რადგან მუხლის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია და ბრალდების მხარე თავის რეპლიკაშიც კი გაექცა ამაზე საუბარს, მაგრამ გამომძიებელმა გვითხრა, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფს არ ჰქონია ადგილი და მხოლოდ და მხოლოდ ის პასუხიც კი, რაც არსენ ხუნაშვილმა გაგვცა, რომ ორგანიზებული ჯგუფი არ ყოფილა, საკმარისია იმისთვის, რომ დადგეს გამამართლებელი განაჩენი. გარდა ამისა მოვიყვანეთ სხვა მტკიცებულებებიც
უზენაესი სასამართლოს მთელ პრაქტიკას უნდა გადაუსვას ხაზი და თქვას, რომ უზენაესი სასამართლო, რომელიც პრაქტიკას ადგენს ჩვენი კანონმდებლობით, იყო მცდარი და თავად ამ პოზიციაში არის მართალი,რაც თვითონ სამართლის დოქტრინას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ადვოკატმა.