რეზო კიკნაძე: ჩვენ თუ გვკლავთ, მოგვკალით – მშობლებს რაღას ერჩით?

“სისტემამ მოკლა ონისეს მამა.
სრულად ჯანმრთელი ადამიანი, ნერვიულობისგან საკუთარი სახლის ჭიშკართან დაარტყა და ჩაიკეცა.
არ მყავდა ნანახი, მაგრამ ონისე იმდენ რაღაცას გვიყვებოდა, უნახავად ვიცნობდით.
ტიპური იმერელი, უთბილესი, უსაყვარლესი, უმაღლესი იუმორის მქონე, შვილებზე გიჟურად შეყვარებული ადამიანი.
მარტო მამა-შვილური კი არა, ძმაკაცური ურთიერთობა რომ ჰქონდათ.
დედასთან ყოველი დარეკვისას, მაშინვე რომ წაართმევდა ტელეფონს და იქიდან ამხნევებდა შვილს როგორც შეეძლო.
ვერ წარმოიდგენთ, როგორი დარტყმა იყო – იმ დღეს ჩვენც მოვკვდით, გავწყდით, მაგრამ გათენდა მეორე დღე და ახლიდან გავცოცხლდით.
ჩვენ თუ გვკლავთ, მოგვკალით – მშობლებს რაღას ერჩით?
თან რისთვის, აქციაზე დაჭერილებიდან უკვე მესამეს მოუკვდა მშობელი ამ რამდენიმე თვეში.
გასკდა გული, აღარ დაგვრჩა ადგილი, სადაც არ დავჭრილვართ.
აწი მართლა გეშინოდეთ ჩვენი – უსირცხვილო მოსამართლე კი დარბაზიდან გაძევებით გვემუქრება თავისი ეგო რომ დაიკმაყოფილოს და მშობლების ნახვის ერთადერთ წყაროსაც გვიკეტავს”. – თქვა რეჟიმის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე თქვენს გუნდთან ერთად და აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დასახა

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფები – 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან – მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით