„ბერგმანს აქვს ერთი ასეთი ფილმი, მეშვიდე ბეჭედი ჰქვია, თვითონ ფილმის სიუჟეტი, შეიძლება, მოსაწყენია, მაგრამ იქ არის ერთი ასეთი კითხვა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მთელს ფილმს. ფილმი არის კაცზე, რომელიც მთელი ცხოვრება ფულის გამო იბრძვის, ერთხელაც მასთან ეშმაკი მივა და შესთავაზებს ჭადრაკი ვითამაშოთო, თუ მომიგებ 5 წლის მერე მოგაკითხავ, თუ მე მოგიგებ, ახლა წაგიყვან..
5 წლის შემდეგ დაბრუნდება ეშმაკი და ეკითხება, გადავადებამ რამე მოგცაო? დაფიქრდება ეს მამაკაცი და მიხვდება, რომ მართლა არაფერი მიუცია, არაფერი მომხდარა ამ 5 წელში ისეთი, რისთვისაც ღირდა ცხოვრება, რაზეც იტყოდა, რომ მადლობა ეს 5 წელი მომეციო, რის გამოც მას გაიხსენებდნენ სხვები. მეც გარეთ ყოფნის დროს ხშირად მიფიქრია ამაზე, შარშან ვიქნებოდი, იმის წინ, თუ ახლა, აზრი ჰქონდა რაიმეს? და უარყოფითი იყო პასუხი 6 დეკემბრამდე.
6 დეკემბრამდე ანუ ჩემი დაჭერის დღემდე. მას შემდეგ, რაც დამიჭირეს, კითხვას, გადავადებამ რამე მოგცაო, კის ვუპასუხებდი, იმიტომ, რომ მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი ცხოვრება მარტო იმ სამი თვის გამო ღირს, რაც აქ გავატარე, აქამდე სულ ვფიქრობდი, რომ ცხოვრება უაზრო იყო, მაგრამ ახლა მაქვს ხედავ ცხოვრებაში. ახლა მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც ვალი, რაც დაბადებიდან მქონდა, გარკვეულწილად მოვიხადე ქვეყნის და ხალხის წინაშე და გაჩერებას არ ვაპირებ, ბრძოლა ახლა იწყება”, – განაცხადა რეზო კიკნაძემ სასამართლო სხდომაზე.