რეზო კიკნაძე: საინტერესოა, მოასწარით თუ არა ანწუხელიძის მკვლელისთვის ბოდიშის მოხდა, როგორც ამას თქვენი ბელადი გავალებდათ (ვიდეო)

საინტერესოა, მოასწარით თუ არა ანწუხელიძის მკვლელისთვის ბოდიშის მოხდა, როგორც ამას თქვენი ბელადი გავალებდათ – ასე მიმართა სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს და პირდაპირ უთხრა, რომ “სწორედ ეს არის მოღალატის ბოლო და მშვიდად არ უნდა ეძინოს”.

და კიდევ ერთ რამეს დავამატებ, სამი დღის წინ გიორგი ანწუხელიძის მკვლელი, სეპარატისტი ოსი მოკლეს. ის სეპარატისტი ოსი, რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ და უნდა იცოდეთ, რომ ყველა მოღალატის ბოლო არის ეს და თქვენც მშვიდად ნუ დაიძინებთ. საინტერესოა, მოასწარით თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის. გთხოვთ ახლა დამატოვებინოთ დარბაზი, რადგან ამ ცირკში მონაწილეობა არ მინდა”, – უთხრა რეჟიმის ტყვემ მოსამართლეს.

  • შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ლიკვიდირებულია ოსი სეპარატისტი, რომელმაც ქართველი ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ჯერ აწამა, შემდეგ კი მოკლა.

ასევე სხდომაზე კიკნაძემ მოსამართლეს “მონა” ეძახა, ეს მას შემდეგ, რაც ირაკლი შვანგრიაძემ პატიმრების ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის დარბაზის კარი არ გახსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ