„მათეს მინდა ვუთხრა, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ჩვენ აუცილებლად წამოვდგებით, ერთმანეთს წამოვაყენებთ და გიტარაზეც აუცილებლად ერთად დავუკრავთ“, – თქვა 11 პირის პროცესზე რეზო კიკნაძემ და მათე დევიძეს მიმართა.
გუშინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. კიკნაძემ გალუსტაშვილს უთხრა, რომ როცა მას გაასამართლებენ არავის აუჩუყდება გული და არავინ გაავსებს სასამართლოს ეზოს:
„ქალბატონო ნინო, როდესაც წლების შემდეგ შვილიშვილები გკითხავენ, ქვეყნის ბედი რომ წყდებოდა, ხალხი თავისუფლებისთვის იბრძოდა და თავს სწირავდა ამისთვის, შენ სად იყავი მაშინო? რას უპასუხებ, ხელს ვუშლიდი ამაშიო? და სამშობლოს სიყვარულისთვის, მემკვიდრეობისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ციხეში ვუშვებდიო? არა უშავს, ადრე თუ გვიან, მათე თავაწეული გამოვა, გააღებს ციხის კარებს“