რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან, 16 მარტი.
„უამრავი წიგნი მაჩუქეს და დედამ ყველას წინა გვერდზე დააწერა: „მაჩუქეს სამშობლოს სიყვარულისთვის“. სამი დღის წინ, როცა მიგზავნიდა, ყველა ეს გვერდი ამოუხიეს და ისე შემოატანინეს მხოლოდ. წმინდა აღარაფერი დაგრჩათ? წიგნების დაგლეჯვა რაღა უბედურებაა? აი, ასეთ ხალხს ვებრძვით, ამათ თუ ხალხი ჰქვიათ საერთოდ, და ამათთან საუბარს ან დიპლომატიას აქვს აზრი როგორ ფიქრობთ?
ერთხელ ფეისბუქზე ასეთი შინაარსის პოსტი ვნახე: „კაცს რომ ძაღლის ყეფის შეეშინდება იმას კაცად როგორ თვლით საერთოდ, იმან ვინ უნდა დაიცვასო“. და საკმაოდ ბევრი მოწონებაც ჰქონდა ჩემდა გასაკვირად. ასეთი კომენტარი დავუწერე, სანამ გვერდს ანლაიქს გავუკეთებდი: „მე შეიძლება ქუჩაში ნებისმიერი ცოფიანი ძაღლის ყეფის გაგებისთანავე შიშისგან ვინმეს მივეკრა და მალვა დავიწყო, მაგრამ თუ ქვეყანაში ოკუპანტი რუსების ჯარი შემოვიდა, იმწამსვე წინა ხაზზე დასადგომად გავვარდები, მიუხედავად იმისა, რომ ისე ცუდად ვერკვევი იარაღში, შეიძლება თავში გავირტყა-თქო“.
საერთოდ არ არის სირცხვილი, როცა რაღაცის გეშინია. სირცხვილი ისაა, შიშის გამო ღალატის ნაბიჯს თუ გადადადგამ. ყველაზე მამაცი კი მაშინ არის ადამიანი, შიშის მიუხედავად მაინც რო იბრძვის ძლიერის, მაგრამ უსამართლოს წინააღმდეგ”, – რეზო კიკნაძე.