რეზო კიკნაძე: გთხოვთ, ჩვენ ნუ მივატოვებთ, ნუ ვიფიქრებთ, რომ რუსია და მერე რა. ისევე დაუდექით, როგორც ჩვენ გვიდგახართ. დიქტატურა ყველგან დიქტატურაა

„ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება რუსების და ყველაფერი რუსულის მიმართ. ახლა კი რატომღაც მგონია, რომ ს იმ მოქალაქეებს, ვინც ჩვენთან ერთად აქციაზე დგომის გამო დაიჭირეს და რაღაცები ჩაუდეს (და დარწმუნებული ვარ, რომ ჩაუდეს), ბოლომდე გაწირავენ.
იფიქრებენ – ამათ მაინც არავინ მიაქცევს ყურადღებას, ვინ ჰყავს მომკითხავიო, და სამაგალითოდ დავსაჯოთო, თან პროპაგანდისთვისაც გამოვიყენოთო. იმედია, ვცდები.
გთხოვთ, ჩვენ ნუ მივატოვებთ, ნუ ვიფიქრებთ, რომ რუსია და მერე რა. ისევე დაუდექით, როგორც ჩვენ გვიდგახართ. დიქტატურა ყველგან დიქტატურაა და მასთან მებრძოლი ყველგან ერთნაირად დასაფასებელია. რა აზრი აქვს ჩემს ბრძოლას, თუ უსამართლოდ გაიწირება ვინმე, თუნდაც სხვა ქვეყნის მოქალაქე. სამართალი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს.
თან ეს ხალხი იქაც იბრძოდა, როგორც შეეძლო — პუტინის რეჟიმს ებრძოდნენ. იქ ვეღარ გაჩერდნენ, განიდევნენ და მერე ჩვენთანაც სცადეს ხალხის გვერდით დამდგარიყვნენ დიქტატურის წინააღმდეგ. სულ არ ევალებოდათ. მათი ბევრი თანამემამული, სამწუხაროდ, აქაა და სულ ფეხებზე ჰკიდიათ, რა ხდება. ესენი კი ყოველღამე ფიზიოლოგიურებით და პირბადეებით მოდიოდნენ და მოწამლულ დემონსტრანტებს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ.
ჩემი აზრით, ისინიც ისეთივე კარგი ადამიანები არიან, როგორც დანარჩენები. გთხოვთ, არ გავატანოთ, არ ჩავაყლაპინოთ და ბოლოს რუსეთის დ***“, – წერს სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე Facebook სტატუსში.