არ შეშინდე გაბრაზდი, ნუ ეძებ დამნაშავეს, ეძებე გამოსავალი – ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არაფერი გამოვა,ფიზიკური ბრძოლაა საჭიროა, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი.
კიკნაძის თქმით, მას „საერთოდ აღარ მაქვს იმედი“,რომ „ქართულ ოცნებას“ მოიშორებს,ვინაირად ერთამენეთს „ვჭიჭკნით ნაცლად იმისა,რომ ბრაზი მთლიანად იქით მივმართოთ საითაც მისამართია“.
„ჩემთვის ყველაზე საშინელი ხალხის ის ნაწილია, ვინც მორალურ პედესტრალზე ადის და თითებს იშვერს, რატომ ესროლე რაღაც რუს მსახურთო. ომში ვართ და ომი შიშველი ხელებით და ერთ ადგილზე დგომით არ ხდება. ყველა საბრძოლოთ უნდა აღიჭურვოს და ისე გამოვიდეს სახლიდან იმ განწყობით, რომ თავს შესწირავს ქვეყნის დაცვას ამ ფულზე გაყიდული ნიღბიანებისგან.
არანაირ შენობაში ჩვენ არ შევჭრილვართ და არ ვიჭრებით – ჩვენ,ჩვენი კუთვნილი შენობების დაკავებას ვცდილობთ.ოღონდ ვეცადოთ ერთიანი განწყობით.
შეტევა და მხოლოდ შეტევა.
ბურთი იმათ მხარესაა და გოლი გვაქვს გასატანი, ის ბურთი კი ჩვენ გვეკუთვნის და არა იმათ. ჰოდა დავიბრუნოთ, რაც მიიტაცეს.
რევოლუციას,ანარქიას და ამბოხს უნიათო და მოღალატე მთავრობა თავად უწყობს საკუთარ თავს ეს ყველამ იცოდეთ.მტერს დავხდვდეთ მტრულად.
იმისთვის თუ გამოხვალთ, რომ მეტროს ჩაასწროთ არაფერი გამოვა მეგობრებო,მაშინ სულ ნუ გამოდიხარ. დღეს თუ არ გამოხვალ, მერე სხვას ნუღარავის ნურაფერს დააბრალებ, არ გაქვს უფლება.
არ შეშინდე გაბრაზდი, ნუ ეძებ დამნაშავეს, ეძებე გამოსავალი.
ისე ზოდელავამ, რომ ბოლომდე დარჩა და მარტო იდგა ბოლოს პარლამენტის წინ,ხალხი კი სახლში იყო წასული,ცოტა ტეხავს მაგ დროს ხელი ზოდელავასკენ გაიშვირო და ბრალი დასდრო რამეში.
დღეს გამოდით ასობით ათასნი და მშვიდობა აღარ მიხსენოთ,ამათთან.მე პირადად საერთოდ აღარ მაქვს იმედი,რომ ამათ მოვიშორებთ,ვინაირად ერთამენეთს ვჭიჭკნით ნაცლად იმისა,რომ ეს ბრაზი მთლიანად იქით მივმართოთ საითაც მისამართია.უიმედობის ფონზეც ყოველდღე გამოვიდოდი საომრად მანდ,რომ ვიყო.დამაჯერეთ,რომ ვცდები.
ერთადერთი რაშინ ვაკრიტიკებ ე.წ. ორგანიზატორებს ისაა,რომ აღჭურვილობა,აბჯრები,მაღალი ხარისხის აირწინაღები და ისეთი საშუალებები არ დაურიგეს აქციის მონაწილეებს,რაც იმათ ფარებს და აბჯრებს გატეხდა.ეგრე სადაა ჩვენ შიშველი ხელებით ვიყოთ და ისინი მომზადებულნი ყველანაირად.
უდიდესი მადლობა ჟურნალისტებს – ყველანი მეამაყებით.
სოლიდარობა ყველას ვინც გუშინ დაიჭირეს.
P.S.- ჰო, კიდე ვინც იბრძოდა იმათ,რომ პროვოკატორს ეძახით ვიღაც-ვიღაცეები ცოტაში საცოდაობაა.ჩამოდით მაგ მორალური პედესტრალიდან და პრაქტიკულად შეხედეთ ვითარებას.
ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არაფერი გამოვა,ფიზიკური ბრძოლაა საჭიროა”, – წერს კიკნაძე.