რეზო თაბუკაშვილი: ბოდიშის მოხდას როგორ სთხოვთ მოშიმშილე ქალს? ესეიგი, კანონმდებლობით კი არა, არამედ კაცის პირადი ბოღმით იხდის სასჯელს

“ბოდიშის მოხდას როგორ სთხოვთ მოშიმშილე ქალს? ესეიგი, კანონმდებლობით კი არა, არამედ კაცის პირადი ბოღმით იხდის სასჯელს, რომელსაც სულგრეძობა არ ყოფნის, რომ აპატიოს ქალს და სასიკვდილოდ წირავს” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი რეზო თაბუკაშვილი და ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
“მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ვხედავთ ვერანაირ სინანულს. პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით არც კონკრეტულად ბრალდებულის მხრიდან, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი, დანარჩენზე საზზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავისი შეფასება” – თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს