რეზოლუციებში ჩადებულია, მაგალითად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მოთხოვნა, როცა ევროპარლამენტი ასეთ რამეს ითხოვს, იქ შესაბამის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს

რეზოლუციებში ჩადებულია, მაგალითად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მოთხოვნა, როცა ევროპარლამენტი ასეთ რამეს ითხოვს, იქ შესაბამის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს
ევროპარლამენტის არცერთ წინა რეზოლუციას არავითარი ფასი არ ჰქონია არავისთვის, მათ შორის, არც ევროკომისიისთვის, არც ევროპული საბჭოსთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ვერავითარი ფასი ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც არის აბსოლუტურად უსამართლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხებოდა, სადაც სანქციებს, ვიზალიბერალიზაციასა და ახალი მოთხოვნასთან ერთად საუბარია ს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.
„ეს არ არის ახალი, ეს არის, თუ არ ვცდები,მე-5 რეზოლუცია, რასაც იღებს ევროპარლამენტი. არცერთ წინა რეზოლუციას არავითარი ფასი არ ჰქონია არავისთვის, მათ შორის, არც ევროკომისიისთვის, არც ევროპული საბჭოსთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ვერავითარი ფასი ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც არის აბსოლუტურად უსამართლო, რომლებიც ითხოვს, გარდა ასეთი მოთხოვნებისა, ამ რეზოლუციებში არის ჩადებული, მაგალითად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მოთხოვნა. სანქციების დაწესება პირდაპირ მოითხოვეს ჩვენგან, რაც ჩამოშლიდა ქვეყნის ეკონომიკას. როცა ევროპარლამენტი ასეთ რამეს ითხოვს, იქ, ბუნებრივია, შესაბამის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს. ასეთი იქნება, რა თქმა უნდა, მათი მე-5 რეზოლუციაც, რომელიც ხვალ უნდა დამტკიცდეს, როგორც ვიცი“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირმა დაუშვა შეცდომა როდესაც სტრატეგიად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აირჩია და ზედმეტად მიენდო ამერიკას – მემარცხენე იდეოლოგია ევროკავშირს საბოლოო ჯამში იგივე შედეგამდე მიიყვანს რაც საბჭოთა კავშირს დამართა

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს