რეზოლუცია – ევროპარლამენტი ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით მისი ფინანსური აქტივების გაყინვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი ევროკავშირს ს წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით მისი ფინანსური აქტივების გაყინვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს შესახებ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა.
რეზოლუციის ქვეთავში, „ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება“ აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში, რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც გრძელდება ხელისუფლების მიერ სასტიკი რეპრესიების მიუხედავად; კვლავ მზად არის, ქართველ ხალხს ამ მიზნების მიღწევაში მხარი დაუჭიროს“.
„[ევროპარლამენტი] მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების სისტემურ წამებას; მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტების ჩახშობას, კერძოდ, მეტისმეტად დიდი ჯარიმების გზით; გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მოწოდებას ყველა მათგანის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების შესახებ; მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურ და სანდო გამოძიებას და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას; შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლო სისტემაში არსებული დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მაღალი რანგის მოსამართლეები მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს ზედამხედველობენ“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი „ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მიეცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ევროპულ ინტეგრაციას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს“.
ასევე, ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ „საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ეჭვის საფუძველზე, „ქართული ოცნების“ მთავრობის ისედაც შემაშფოთებელი ტრაექტორიის მიუხედავად, რომელიც სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს“.
„[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს საქართველომ წინსვლა არ განიცადა და ფაქტობრივად უკუსვლა განიცადა, კომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის ძირითად დებულებებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლისა და 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო ს გაყალბების შედეგად, რაც ავტორიტარული მმართველობისკენ აშკარა შემობრუნებას, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გარანტიების შემდგომ უკანონო მიტაცებასა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის სერიის მიღებას აღნიშნავს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს; ეთანხმება ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუბრუნდეს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „გმობს 2024 წლის დეკემბრიდან დაახლოებით 700 საჯარო მოხელის გათავისუფლებას, რაც გამოწვეული იყო ევროკავშირის მხარდაჭერის ან ევროკავშირის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობით“.
„[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს, რომ ასეთი საპასუხო ზომები ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, არღვევს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ხელს უწყობს მოქმედი რეჟიმის ავტორიტარული ტენდენციების გაღრმავებას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს შრომის კანონმდებლობას და საჯარო მოხელეებს მისცეს პროფკავშირების რეგისტრაციის უფლება, რათა დაიცვან ისინი მათი შრომითი უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვებისგან; გამოხატავს შეშფოთებას საჯარო სამსახურში დანიშვნების მზარდი პოლიტიზაციით და მოუწოდებს გააუქმოს 2024 წლის დეკემბერში მიღებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც აუქმებს საჯარო მოხელეების დანიშვნის კონკურსის წესს და ამის ნაცვლად სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს ანიჭებს პირდაპირი დანიშვნის უფლებამოსილებას; კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ეს ცვლილებები წარმოადგენს შემაშფოთებელ უკან გადადგმულ ნაბიჯს საჯარო სამსახურის წარმატებული რეფორმისთვის, რომელიც საქართველომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა და მათ გაუქმებისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ „აუცილებელია საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი გადახედვა“.
„[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი გადახედვის აუცილებლობას, მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლისა და სულ უფრო რეპრესიული პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული მიღწევებისა და წარმატებულ ევროკავშირის რეფორმებთან დაკავშირებით უკუსვლას, ფუნდამენტურად ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლებას კიდევ უფრო აძლიერებს; მოუწოდებს კომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულებას, კერძოდ მე-2 მუხლში მოცემული ზოგადი პრინციპების, მათ შორის, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის მიმართ ვალდებულებების საქართველოს მიერ აშკარა დარღვევის გათვალისწინებით; კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიების პირობითი შეჩერება; მე-2 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების აშკარა დარღვევისთვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების 421-ე და 422-ე მუხლების გამოყენების მოწოდებით გამოდის, რომლებიც დაკავშირებულია დავების მოგვარებასთან და ვალდებულებების შეუსრულებლობასთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპარლამენტი „გმობს საქართველოს მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების, პარლამენტის წევრებისა და მთავრობასთან დაკავშირებული მედიის მიერ ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების, ლიდერებისა და პოლიტიკოსების, ასევე ევროპული ინტეგრაციის შესახებ მანიპულაციური ნარატივების, დეზინფორმაციებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებას“.
„[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის რეჟიმი აგრძელებს შეცდომაში შემყვან და ორაზროვან დისკურსს, რითიც ქართული საზოგადოების ნაწილს ცრუ რწმენას უჩენს, რომ ის ევროპულ ინტეგრაციას კვლავ მხარს უჭერს; წუხს, რომ მედიასა და საინფორმაციო გარემოს თრგუნავს და მასზე დომინირებს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ტელეარხები და მედია საშუალებები, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცრუ ნარატივებს ავრცელებენ, რითაც ხელს უწყობენ რუსული პროპაგანდის გამოყენებას და საზოგადოების პოლარიზაციას“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდის“.
„[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის და სხვა თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ირაკლი კობახიძის, ს, ვახტანგ გომელაურის, თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის, და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ს პასუხისმგებლობას საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, რადგან მათ ხელი შეუწყვეს დემოკრატიულ უკუსვლას, რამაც გამოიწვია ძალაუფლების ავტორიტარული კონსოლიდაცია და ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონსტიტუციურ მიზანს; ამიტომ, მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაწესებულ იქნას მიზნობრივი პერსონალური სანქციები და მოუწოდებს ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს მისი ფინანსური აქტივები; ახსენებს უნგრეთისა და ს მთავრობებს გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპს, რომელიც მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა თავი შეიკავონ ნებისმიერი ზომისგან, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მიერ მიზნების მიღწევას; მოუწოდებს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს, თავიანთი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოზიციებსა და პრინციპებთან შესაბამისობაში მოიყვანონ და მოხსნან ვეტო საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ლეგიტიმური საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე; გმობს უნგრეთის მთავრობის ცალმხრივ ქმედებებს, რომლითაც „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას ცდილობს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.