“ჩემო თანამემამულენო,
ალი ხამენეი, ჩვენი დროის სისხლისმსმელი ზაჰაქი, ირანის ათიათასობით მამაცი ვაჟისა და ასულის მკვლელი, ისტორიის ფურცლებიდან წაიშალა. მისი სიკვდილით, ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად დასრულდა და მალე ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება.
რეჟიმის ნარჩენების ნებისმიერი მცდელობა, დანიშნონ ხამენეის მემკვიდრე, თავიდანვე განწირულია მარცხისთვის. ვისაც უნდა მის ადგილას დააყენონ, მას არ ექნება არც ლეგიტიმაცია და არც გადარჩენის შანსი და ეჭვგარეშეა, ისინიც ამ რეჟიმის დანაშაულების თანამონაწილენი იქნებიან.
სამხედრო, უსაფრთხოების და პოლიციის ძალებს, კოლაფსის პირას მყოფი რეჟიმის მხარდაჭერის ნებისმიერი მცდელობა განწირულია დამარცხებისთვის. ეს თქვენი ბოლო შანსია შეუერთდეთ ხალხს, დაეხმაროთ ირანის სტაბილურ გადასვლას თავისუფალი და აყვავებული მომავლისკენ და გქონდეთ თქვენი წილი ამ მომავლის მშენებლობაში.
ბოროტმოქმედი ხამენეის სიკვდილი, ვერ დააბრუნებს დაღვრილ სისხლს, თუმცა შეიძლება გახდეს მალამო მგლოვიარე ოჯახების დაღდასმული გულებისთვის, მგლოვიარე მამების, დედების, მეუღლეებისა და შვილებისთვის და ირანის „ლომისა და მზის“ ეროვნული რევოლუციის თავგანწირული მოწამეების ოჯახებისთვის.
ირანის კეთილშობილო და მამაცო ხალხო,
ეს ჩვენი დიდი ეროვნული ზეიმის დასაწყისია, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული. იყავით ფხიზლად და მზადყოფნაში. ქუჩებში მასობრივი და გადამწყვეტი გამოსვლების დრო ძალიან ახლოსაა. ერთად, ერთიანი და მტკიცე ნებით, ჩვენ მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას და ვიზეიმებთ ირანის თავისუფლებას ჩვენს აჰურას მიერ შექმნილ სამშობლოში.
გაუმარჯოს ირანს” – წერს ირანის ბოლო შაჰის შვილი, რეზა ფეჰლავი X-ზე




