რევოლუციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად წასული პრეზიდენტი, საფრანგეთიდან ფოტოსესიის ამარა ბრუნდება

„მთავარი ის კი არ იყო, რას ეტყოდა ზურაბიშვილი ტრამპს, მთავარი ის იყო, ტრამპი რას ეტყოდა მას. რევოლუციონერებს სჭირდებოდათ თუნდაც ერთი მხარდამჭერი სიტყვა მისგან, მაგრამ ეს არ მოხდა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და პარიზში სა და ს შეხვედრას აფასებს.
როგორც ჩიბურდანიძემ აღნიშნა, „სიღრმისეული საუბარი” დონალდ ტრამპთან ვერ აღმოჩნდა შედეგიანი და ზურაბიშვილმა ის პასუხი და მხარდაჭერა ვერ მიიღო, რასაც ელოდებოდა.
„საფრანგეთში ს მიწვევით და მისი მაჭანკლობით დაგეგმილი სცენარი სრულად ვერ განხორციელდა. ზურაბიშვილისთვის ზურგს უკან ჩამორთმეული ხელი და „კორიდორში” გამართული „სიღრმისეული საუბარი” დონალდ ტრამპთან ვერ აღმოჩნდა შედეგის მომტანი ქართული მაიდნის ლიდერისთვის.
მთავარი ის კი არ იყო, რას ეტყოდა ზურაბიშვილი ტრამპს, მთავარი ის იყო, ტრამპი რას ეტყოდა მას. რევოლუციონერებს სჭირდებოდათ თუნდაც ერთი მხარდამჭერი სიტყვა მისგან, მაგრამ ეს არ მოხდა. ყველა დიდმა პოლიტიკურმა ლიდერმა, ვისთანაც სალომე ზურაბიშვილმა დაიჩივლა, მიიღო ერთადერთი პასუხი – „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით”.
დიახ, ეს ასეა და ეს გვახარებს, მაგრამ დგანან თუ არა ისინი კანონდამრღვევი პრეზიდენტის და მისი კრიმინალური დაჯგუფების გვერდით, ამას მალე გავიგებთ. ჯერჯერობით არის ის, რომ საფრანგეთში რევოლუციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად წასული პრეზიდენტი ფოტოსესიის ამარა ბრუნდება.
ყველა ქვეყნის ნორმალური პრეზიდენტი დგას ჯერ საკუთარი ხალხის და მერე ჩვენს გვერდით. განსხვავებით ჩვენი ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტისგან, რომელიც მსოფლიო ლიდერებს ყელგამოღადრული სთხოვდა მხარდაჭერას არა საქართველოს, არამედ ისევ მათივე ქვეყნების სასარგებლოდ. საბედნიეროდ, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადა ბოლო დღეებს ითვლის,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები