,,რევოლუცია ვერ მოახდინეს, ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა!“ – დიტო სამხარაძე

,,ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღება და ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა! ფაქტი, რომ რამდენიმე დღე მალავდნენ თუ რა დანაშაულის ჩადენაზე იყვნენ საგამოძიებო და სასამართლო სტრუქტურებში გამოკითხვაზე, პირადად ჩემთვის ყველაფრის მთქმელია და კითხვებიც არ მიჩნდება! მითუმეტეს, ამათი მონა ტელევიზიების დუმილიც ბევრის მთქმელია!!! ერთიან ნაციონალურ ტერორისტულ მოძრაობას ბევრი ქართველის სისხლი აქვთ დაღვრილი, ავადმყოფი მანიაკებისგან დაკომპლექტებული სინდიკატია, თავში არ მოუვათ კაცის მოკლა თუ გაუჭირდებათ? ესენი არიან ჩვენი სამშობლოს ხორცმეტები! ს შემდეგ ნაცრეჟიმი გასამართლებას ვერ ასცდება! ის დანაშაულებიც სააშკარაოზეა გამოსატანი ვისი დავალებით გახვიეს ქვეყანა ომში და ახლაც ყველაფერს აკეთებენ რომ თბილისის ციდან ბომბები ცვიოდეს! 9 წელიც რომ დავივიწყოთ, იმდენი ცოდვა და სიმყრალე ჩაიდინეს ბოლო 2 წლის განმავლობაში, მარტო ამისთვის გაფარჩაკდებიან არჩევნებზე! ბიძინა ივანიშვილს, ერისკაცს, ესენი ვერაფერს დააკლებენ, ხალხია მისი და “ქართული ოცნების” გვერდით! აფეთქება? თქვენი მეტიკტოკე ბოევიკობა არ გაიშვას, სააკაშვილის ქაფი ხართ, სხვისი ქვეყნის აგენტურა! დაგდებთ ბეჭებზე 26 ოქტომბერს!”

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – თუ არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს

ირაკლი ნადირაძე – მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების – „ორი კვირა გამარჯვებამდე“ ჩატარებას ხელს უშლის