რევაზ სოხაძე – შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისითაც, დღეს მუნიციპალიტეტი სწორ გადაწყვეტილებას იღებს

შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისითაც, დღეს მუნიციპალიტეტი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს.
როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, თბილისის მუნიციპალიტეტი არ ცდება აღნიშნულ ტერიტორიაზე 2009 წელს დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებას და ტერიტორიის განვითარება ზუსტად იგივე პარამეტრებით მოხდება.
რევაზ სოხაძის თქმით, კანონმდებლობაში არსებული გარკვეული ტექნიკური ხარვეზის გამო, კომპანიას კოეფიციენტში არაგონივრული თანხის გადახდა უწევდა.
„კანონმდებლობაში არის გარკვეული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ და გავითვალისწინეთ. აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას არაგონივრული თანხის გადახდა უწევდა. მას უკვე არსებულ, დამტკიცებულ პროექტში ფართები ხელახლა უნდა ეყიდა, რაც არასწორია. კომპანიას დღეს მაინც მოუწევს თანხის გადახდა, თუმცა ეს უკვე არის სპეციალური ზონალური შეთანხმების გადასახადი – 4%, რომელსაც სხვა კანონმდებლობა არეგულირებს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის თქმით, ოპოზიციის მსგავსი განცხადებები მოსალოდნელი იყო, რადგან მისივე თქმით, კოლეგების არგუმენტები, როგორც წესი, პოპულიზმზეა დაფუძნებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს