რეექსპორტისთვის იზრდება, მაგრამ ადგილობრივი ექსპორტი ერთ ადგილს ტკეპნის – ეკონომისტის შეფასება

ივლისში ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მატება 29.5%-ია და მოცულობამ – 682.3 მილიონი დოლარი შეადგინა. სტატისტიკაში დიდი წილი რეექსპორტს უჭირავს და ეს უკანასკნელი ქვეყანაში შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს. უშუალოდ ადგილობრივი ექსპორტი, რამაც შემოსავლებთან ერთად, დოვლათიც უნდა შექმნას, რეექსპორტის მსგავსად ვერ იზრდება, თუმცა განვითარება ამ კუთხითაც აშკარაა.
„2024 წლის იანვარ-ივლისში იმპორტი 2.9%-ით გაიზარდა და 9,034.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვა 2,102.5 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.6%-ით მეტია და, ექსპორტის მსგავსად, ასევე რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. 2024 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 1.6%-ით გაიზარდა და 12,564.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ივლისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსიც, რაც იმპორტთან შედარებით ექსპორტის უფრო მაღალ ზრდას უკავშირდება. სავაჭრო დეფიციტმა 2024 წლის ივლისში 737.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ივლისთან შედარებით 59.9 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.
2024 წლის იანვარ-ივლისის სავაჭრო დეფიციტმა 5,504.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 301.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2023 წელს ექსპორტი 9 პროცენტით გაიზარდა და 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 13.4 პროცენტით გაიზარდა და 21.7 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა”, – ნათქვამია სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ექსპორტის და რეექსპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ და განაცხადა, რომ ორივე მიმართულებას საკამოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თითოეული მათგანის ზრდას და განვითარებას საკუთარი სიკეთე ახლავს თან.
„ექსპორტი თითქოს ავტონომიურ რეჟიმში ყალიბდება. მისი დინამიკა ერთიერთზე არ ემთხვევა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, თუ მოკლევადიან პერიოდს ავიღებთ; მაგრამ საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისათვის მათ შორის კორელაცია საკმაოდ მაღალია. რაც უფრო დინამიკურად ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, განსაკუთრებით მისი რეალური სექტორი, მით უფრო სრაფად იზრდება ექსპორტის მოცულობა, თანაც მოქმედი მეთოკიდის მიხედვით, ჩვენ ექსპორტში შეგვაქვს ის საქონელი, რომელიც რეექსპორტზე გადის, ანუ რაც შემოგვაქვს არა შიდა მოხმარებისათვის, არამედ სხვა ქვეყანაში გასატანად.
საქართველოში არსებული საგადასახადო რეჟიმი, უსაფრთხოება, მიწოდების სიმარტივე, სისწრაფე და რიგი სხვა პოზიტიური მომენტები ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ხდება მიმზიდველი სატრანზიტო ველი იმ პროდუქციისათვის, რომელიც განკუთვილია მესამე ქვეყნისათვის. ეს კი საქართველოს უქმნის დამატებით ბონუსს, რეპუტაციული და მონეტარული თვალსაზრისით.
საქართველო იმკვირდებს სტაბილური სახელმიწფოს სტატუსს, რომლის ინსციტუტებიც მუშაობენ გამართულად. ხოლო მონეტარული კუთხით, ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც ჩვენი ტერიტორიის გავლით ხორციელდება, აქ ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ზრდის საბიუჯეტო შემოსავალს. ამ კუთხით თუ შევხედავთ სიტუაციას, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენი რეექსპოპორტის დინამიკა საკმაოდ პოზიტიურ როლს ასრულებს.
ადგილობრივი ექსპორტის მონაცემები რამდენიმე დღეში გვექნება, მაგრამ თუ განვლილი პერიოდით ვიხელმძღვანელებთ, აღმოჩნდება, რომ განვლილი ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქ ჯანსაღ კონკურენციას აქვს ადგილი.
მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს ექსპორტი ზირდება ადგილობრივი წარმოების ხარჯზე თუ რეესპორტის გამო, მაგრამ სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სასურველია ადგილობრივი ექსპორტი უფრო სოლიდურად იყოს წარმოდგენილი. მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, საქართველოში იმდენ ყურძენს და ღვინოს რომ ვაწარმოებდეთ, რაც მხოლოდ ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის არის საჭირო, ალბათ, საგრძნობლად შეგვიმცირდებოდა ვენახების ფართობიც და ღვინის წარმოებაც, მაგრამ ჩვენ ორიენტაციას ვიღებთ არა მარტო ქვეყნის შიდა მოხმარებაზე, არამედ ექსპორტზეც“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ექსპორტიც ვითარდება, ეკონომისტები უფრო მასშტაბურ პოტენციალზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი. როგორც ეკონომისტმა გივი მომცელიძემ აღნიშნა, ექსპორტი მართლაც იზრდება, მაგრამ ეს მონაცემები იმის მესამედიც კი არაა, რისი გაკეთებაც შესაძლებელია.
„განსაკუთრებით ბოლო 5-6 წელია რაღაცნაირად ერთ ადგილს ვტკეპნით და არ ვქმნით პროდიქციას. არ ვაწარმოებთ ისეთ საქონელს, რომელიც ქვეყანაში ბევრ თანხას შემოიტანს. თუნდაც სოფლის მეურნეობის კუთხით, სხვა რაღაცის გაკეთებაა საჭირო. მაგალითად, გადამუშავდეს პროდუქცია და ეს უფრო მეტ დამატებულ ღირებულებას მოიტანს.
არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც მანქანები ვაწარმოოთ, ამისთვის ალბათ არც ტეროტორია გვეყოფა და არც ხალხი, მაგრამ საშუალო ფირმები უნდა შემოდიოდნენ და ფირმების ჰაბი იყოს, ასეთ ნაბიჯებს უნდა ვდგამდეთ, ამ საკითხებზე უფრო ვფიქრობდეთ, მაგრამ არ არის შესაბამისი პოლიტიკა, ამიტომ გადაქცეული ვართ ხილ-ბოსტნეულის ქვეყნად.
რეექსპორტის წანააღმდეგი არ ვარ, პირიქით, ძალიან კარგია. პროდუქცია შემოდის საქართველოში და შემდეგ მას ჩვენ ვყიდით. ამ გზით ნამდვილად მიმზიდველი ქვეყანა ვართ, მაგრამ მხოლოდ რეექსპორტის ზრდა არ არის საკმარისი. ქვეყანაში რეექსპორტისგან დიდი ფული არ რჩება. ეს ვაჭრობაა და არა წარმოება.
ადგილობრივი ექსპორტი ცოტ-ცოტა იზრდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ახლა რა ექსპორტიც გვაქვს, ჩავთვალოთ, რომ იმის მესამედიც არაა, რაც შეიძლება გაგვეკეთებინა“, – ამბობს გივი მომცელიძე.
წყარო: რეზონანსი