რეესტრმა ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს გიორგი გაბუნიას გადაყენების მოთხოვნა შეუჩერა

საჯარო რეესტრმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს არხის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას გადაყენების მოთხოვნა შეუჩერა. რეესტრმა მიიჩნია, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ამ ეტაპზე კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობდა.
„მთავარი არხის“ თანადირექტორმა გიორგი ქურდაძემ საჯარო რეესტრს 24 დეკემბერს, დილით მიმართა და წერილს დაურთო გიორგი გაბუნიასთან მიმოწერის ფოტო, რომელშიც გენერალური დირექტორი აღნიშნავდა, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“.
„მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენია გიორგი გაბუნიას ნების გამოვლენის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული, პირადი განცხადება გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით“, – წერია დასკვნაში, რომელიც გიორგი (გოგი) ქურდაძის მიმართვის შემდეგ, 25 დეკემბერს მოამზადა საჯარო რეესტრმა.
გიორგი გაბუნიას გადასაყენებლად კიდევ ერთი გზა არსებობს – არხის დამფუძნებლებმა მიიღონ ეს გადაწყვეტილება. გოგი ქურდაძეს არც მსგავსი დოკუმენტი არ წარუდგენია.
2024 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, „მთავარი არხის“ წილები ასეა გადანაწილებული: სოფო ლილუაშვილი (ს ცოლი) – 12%; მარი ანა რურუა – 2,5%; გიორგი რურუა – 2,5%; ნიკოლოზ სისაური – 3%; შპს “საქართველოს უნივერსიტეტი” – 2%; ბაკურ ჯახია – 37%; შპს “ომეგა მოტორს თბილისი” – 0,2% (ზაზა ოქუაშვილი); შპს “ომეგა მოტორ ჯგუფი” (ზაზა ოქუაშვილი) – 0,2%; BGIM LTD (ზაზა ოქრუაშვილი) – 39,2%; მაგული ხარებავა – 0,2%; ნათია ჯოგიაშვილი – 0,2%.
სწორედ ეს ორი გარემოება გახდა „მთავარი არხის“ დირექტორის თანამდებობიდან გიორგი გაბუნიას გადაყენების პროცესის შეჩერების მიზეზი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად გოგი ქურდაძეს 30-დღიანი ვადა აქვს.
25 დეკემბერს ინფორმირებულმა წყარომ „მთავარი არხიდან“ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გიორგი გაბუნიას გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.
არხზე შექმნილი პრობლემების შესახებ ცნობილი 2024 წლის 11 დეკემბერს გახდა, როცა გიორგი გაბუნიამ ბრიფინგი გამართა. მან თქვა, რომ არხის ერთ-ერთმა მეწილემ, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა, არხის დახურვა გადაწყვიტა და ფაქტობრივად, ჩაერთო „ქართული ოცნების“ დაწყებულ მასობრივ ძალადობაში.
გაბუნიას განცხადებით უპასუხა ოქუაშვილმა. მისი თქმით, ს წინააღმდეგ აწარმოებს რამდენიმე საერთაშორისო დავას, ამიტომ „კომიკური და ლოგიკას მოკლებულია” გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმული, „ცუდად შეფუთული ბრალდება„ ივანიშვილთან რაიმე კავშირის შესახებ. ოქუაშვილი ირწმუნება, რომ სურს „არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა.
2020 წლის მაისში, „მთავარი არხის“ მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.
2024 წლის თებერვალში, გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გენერალური დირექტორი გახდა გიორგი გაბუნია.
2024 წლის მარტში, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე სთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“.
ფორუმი