1 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ცვლილებების დასარეგისტრირებლად. მოთხოვნის შემდეგ რეგისტრაციის ვადა დროებით შეჩერდა, თუმცა ყველა დამატებითი დოკუმენტაცია კომპანიამ 10 ივნისს წარადგინა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მომდევნო სამუშაო დღეს უნდა ასახულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ვადა უკვე გასულია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის პროცესი ამ დრომდე არ დაუსრულებია, რაც ორგანიზაციის საქმიანობას აფერხებს. „ფორმულა“ აღნიშნულს საქართველოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევად აფასებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას არ ადასტურებს.
