„რედიქსის“ ჯგუფის წევრმა „ჭავჭავაძის 64ბ“-მ 10 მლნ დოლარის და 3 მლნ ევროს ობლიგაციები განათავსა. ინფორმაციას Galt&Taggart ავრცელებს.
„ჭავჭავაძის 64ბ“-მ, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, პირველი და მეორე ტრანშების სახით, 10 მილიონი დოლარისა და 3 მილიონი ევროს ღირებულების, 2-წლიანი, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა.
ევროში დენომინირებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებელი – 7.75%-ით, დოლარში დენომინირებული ობლიგაციების წლიური კუპონი კი 8.75%-ით განისაზღვრა.
„ჭავჭავაძის 64ბ“ უძრავი ქონების მენეჯმენტ კომპანია – „რედიქსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც სხვადასხვა სექტორში ახორციელებს ინვესტირებას.
