რეგულაციის შემსუბუქება სავალუტო სესხს 0.5%-ით მაინც გააიაფებს

ეროვნული ბანკი, კონტრციკლური ბუფერის 4 წელზე გადანაწილებით, საბანკო სექტორს 400 მლნ -მდე რესურსს შეუნარჩუნებს. თუმცა შესაძლოა რამდენიმე ბანკს ნამეტი კაპიტალის შექმნის ვალდებულება მაინც დაეკისროს, სტერეს-ტესტების ბუფერით.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით უტიაშვილის ინფორმაციით, მარეგულირებელი შესწავლის პროცესშია. ზედამხედველი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებს სხვა ინსტრუმენტებთან ერთად იყენებს. რომელსაც ზარალის შეწოვის უნარი აქვს, ამა თუ იმ რისკის რეალიზების შემთხვევაში.
მისივე განმარტებით, 1%-იანი ბუფერის 4 -ად გაყოფა არ ნიშნავს კაპიტალის აღნიშნული მოთხოვნის გადახედვას. გარემოებების გათვალისწინებით ზედამხედველმა მიზანშეწონილად ჩათვალა, 2024 -ის გაზაფხულზე სექტორისთვის სრული 1%-ის ნაცვლად 0.25% მოეთხოვა. 2025-ის 15 მარტისთვის 0.5%, 2026-ში 0.75% და მხოლოდ 2027 წლის 15 მარტისთვის დაუდგება ბანკებს 1% ნამეტი კაპიტალის შექმნის ვალდებულება.
გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და შესაბამისად განაკვეთების ზრდის გათვალისწინებით გადაწყვიტა სებ-მა სარეზერვო მოთხოვნის 25%-იდან 20%-მდე შემცირება. და ამით ბანკებს მეტი მოქნილობის საშუალება მისცა, უცხოურ ვალუტაში ლიკვიდობის მართვის.
წნეხის განეიტრალება რამდენად აისახება, ბოლო თვეებში 2-3%-ით გაზრდილ სასესხო განაკვეთებზე, რამდენიმე თვეში გამოჩნდება. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესხების 0.5 პროცენტული პუნქტით გაიაფებას ელის.
ამასთან დავით უტიაშვილმა აღნიშნა, რომ გამკაცრებული პოლიტიკა დროებითი მოვლენაა. ინფლაცია შემცირდება და შესაბამისად ევროპის ცენტრალური ბანკი და -ს ფედრეზერვი განაკვეთებს კვლავ შეამცირებს.
მანამდე კი გამოწვევა რჩება საქართველოს ბაზრისთვის, რადგან გლობალური ტრენდი ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა. აისახება მსესხებლის გადახდისუნარიანობაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.
უტიაშვილმა აღნიშნა, რომ წნეხში მხოლოდ ახალი სესხები არ ექცევა. გაცემული კრედიტები ძირითადად ცვლადგანაკვეთიანია. შესაბამისად ფიქსირებული პერიოდის გასვლის შემდეგ დგება პროცენტის ცვლილების პერიოდი.
რეგულაციების შემსუბუქების პაკეტი სებ-მა ფინანსური სტაბილურობის და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიიღო.
დავით უტიაშვილის განცხადებით, ამასთან დედოლარიზაცია პრიორიტეტად რჩება. სებ-ი დააკვირდება,სავალუტო დაკრედიტებას ₾300 000-მდე გაზრდილი ზღვრის ფარგლებში, რომელიც ჰეჯირებული კლიენტებისთვის იანვრიდან ამოქმედდება. და საჭიროების შემთხვევაში გაზრდის.
ასევე ძალაში რჩება სავალუტო იპოთეკაზე 10 წლამდე დამოკლებული მაქსიმალური ვადა.
bp.ge