საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზებით, მიმდინარეობს მასწავლებლების კონკურსზე განაცხადების მიღება. პროექტის მიზანი ისეთი პედაგოგების გამოვლენაა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ განათლების სფეროში.
კონკურსზე აპლიკაციები მიიღება 30 მაისის ჩათვლით . ამისთვის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ნომინირება გაუწიოს მასწავლებელს ან თავად წარადგინოს განაცხადი ვებგვერდზე www.tprize.ge
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსი სამ ეტაპად ტარდება:
- პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება;
- შემდეგ ეტაპზე შეირჩევა მასწავლებელთა ათეული;
- მესამე ეტაპზე გამოვლინდება ხუთი ფინალისტი; რომელთაგან ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდება.
მასწავლებლის ჯილდოს მფლობელს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის — The Global Teacher Prize-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი — გუდავაძე—პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი — საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი — კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერები — EPAM Georgia, ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.
ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი მხარს უჭერსდაახორციელებს 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს, რითიც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები — საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge